суббота, 3 мая 2014 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

დღეს დიდი დღეა, დიდი! დღეს დავამთავრეთ ცხრადღიან-ოცდათექვსმეტსაათიანი ტრენინგი!
დილიდან დაძაბული ვიყავი. პროექტის პრეზენტაცია უნდა მოგვეხდინა.
წარმოვადგინე ჩემი პროექტის პრეზენტაცია. ვნერვიულობდი და არ ვიცი როგორ გამომივიდა. სხვები შეაფასებენ.
ამდენი დაძაბული მუშაობის შემდეგ დაჭიმულ სიმს რომ მოუშვებ, ისე მოეშვა ჩემი სხეულის თითოეული უჯრედი და ბალიში რომ მქონოდა იქვე დავიძინებდი.
ტრენერი გაგვინერვიულეს დილით. არადა ისეთი თბილი ადამიანია, პირველად მაშინ ვნახეთ გაბრაზებული. რა უნდოდათ ვერ გავიგე! რამდენი შარიანი ადამიანი დადის რააა მოკლედ!
რა კარგი დღე იყო. რეფლექსიის რა ვთქვი, თორემ იქ რა გვინდოდა სადაც ტრენინგის მერე წავედით:):):) რამდენი ვიცინეთ! რა ცუდია ტრენერი ჩვენთან ერთად რომ არ იყო.
ძალიან სასიამოვნო ტრენინგი იყო. რა კარგ ჯგუფში მოვხვდი, კარგ ადამიანებთან ერთად.  მასწავლებელო-ტრენერო, გამომიძახეთ და თქვენთან ყოველთვის სიამოვნებით გავივლი ტრენინგს, მხოლოდ ჯგუფი იგივე იყვეს.
 ზუსტად ვიცი, ეხლა, ამ წუთს ყველა მიყვარხართ! ხვალ რა იქნება არ ვიცი:):):)

P.S. მასწავლებელო-ტრენერო, ამის დასაწერად. გასული უკან შემოვბრუნდი. იცოდეთ დღეს ტელეფონით ფეხზე ამდგარი გელაპარაკეთ და თან ოდნავ წელშიც ვიყავი მოხრილი მოწიწების ნიშნად! :):):)

воскресенье, 27 апреля 2014 г.

ტრენინგის მერვე დღე

მეჩვენება თუ ნამდვილად ასეა, ეს ბოლო ორი დღე სწრაფად გავიდა. დრო თვალსა და ხელს შუა გაიპარა. ყოველ დღე ბევრ სიახლეს ვეცნობით. ეს ,,ჩემი დისშვილი"  მაია როგორ შემომიჩნდა მოკლედ რააა! ხომ ხედავ ვცდილობ "ინტელიგენტური"  რეფლექსია დავწერო და შენ კიდევ, განავრცე, განავრცეო შემომძახი.მოკლედ გადამახვევინებ ხოლმე რა!
დღეს ადრე მივედი, როგორ მოხდა არ ვიცი, მე თვითონ გამეხარდა ძალიან. სამწუხარო ამბავი დამხვდა-იუპიესი გარდაცვლილიყო. მარტო მე რომ ვყოფილიყავი მასზე დამოკიდებული კიდევ ჯანდაბას, მაგრამ ორ ჩემს კოლეგასაც იმით ედგა სული. ვეცადე რეანიმაციას, მაგრამ უშედეგოდ. გავარბებინე გვერდითა ოთახში და სხვა ჯანმრთელი იუპიესი შემოვარბენინე და გაჩაღდა მუშაობა. დარწმუნებული ვარ კომპიუტერებს უზომოდ გაეხარდებათ ტრენინგის დასრულება, ისე გაწამდნენ ჩვენ ხელში:) ჭირის ოფლი სდით ხოლმე:):):)
google-ის ფორმების გაკეთება და გამოყენება კი ვისწავლეთ მაგრამ, არამგონია გამოვიყენო, არ მომწონს.

суббота, 26 апреля 2014 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

ვცდილობ არ დავიგვიანო, ვცდილობ სამუშაო კარგად შევასრულო) მგონი თავიც კი გამიდიდდა ზომებში მეტი ფიქრისგან), სერთიფიკატის მოპოვებაზე იმდენად არ ვფიქრობ, მე მგონი ტრენერის ბრალი უფროა. კარგი ადამიანი და მასწავლებელია და არ მინდა იმედები გავუცრუო. ზუსტად ვიცი, ამდენი არც ერთ ტრენინგზე არ მიშრომია და მინერვიულია. პრეზენტატორი დიდი ვერაფერი შვილი ვიყავი დღეს:) უნდა ვიმეცადინო ამ მხრივ სარკესთან:)

ეფლექსია- (L. reflexio ასახვა.) საკუთარი აზრებისა და განცდების ანალიზი (უცხო სიტყვათა ლექსიკონი) . . . ხოდა,  თუ კიდევ გავაანალიზე რამე, დავწერ აუცილებლად!

четверг, 17 апреля 2014 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

       პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ კომპიუტერებს დაბუჟება დაემართა. ბევრი დრო წაგვართვეს და ნერვებიც, მაგრამ მაინც ბევრი რამის შესწავლა და გაკეთება მოვასწარით. ჩვენი ტრენერი თვითონ ხომ ბოლომდე იხარჯება და ჩვენც ბოლომდე გვწურავს!:) სახლში არაქათ გამოცლილი მივდივარ. ისე, გონებრივი შრომა ფიზიკურზე უფრო დამღლელია.
       რომ მეგონა ბევრი ვიცოდი, ჩემმა უსათნოესმა ტრენერმა ჩემ თავდაჯერებულობას ისე ოსტატურად გამოაცალა საყრდენი და  ჩამოშალა, გამაოცა! იმდენი რამ ახალი მასწავლა ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით.
მინდა ყველა დავალება კარგი გამომივიდეს, ამიტომ ბევრს ვფიქრობ   და ალბათ ამიტომ არის, რომ  ძილშიც ტრენინგები მესიზმრება კოშმარულ სიზმრებად და ერთ-ერთი ასეთი კოშმარული სიზმრიდან გამოსვლისას დავაფიქსირე ხელებს ვიქნევდი. არ მახსოვს რა მესიზმრა, მაგრამ ეჭვი მაქვს ან ტრენერი მომდევდა და იმას ვიგერიებდი, ან Google drive-ს::):):)
        ჩემი ნაშრომ-ნაწვალები პრეზენტაცია Google drive-ში ატვირთული ისეთი საშინელება იყო დანახვა არ მინდოდა, არა თუ სხვისთვის იმის ჩვენება. მაგრამ მაიკომ მაინც დამითანხმა  ბლოგზე დამედო.
        არა, მაინც როგორ დამითანხმებს ხოლმე ეს გოგო რაააა! . . . .
ბლოგზე გამოქვეყნებული შედარებით უკეთესი გამოჩნდა და ცოტა გულზე მომეშვა და გავიღიმე, თორემ მანამდე დანა კბილს არ მიხსნიდა!

среда, 16 апреля 2014 г.

მიმართულების მიმცემი კითხვები

ზოგადი კითხვა
  •         როგორ ვიმოგზაურო წარსულში?


თემატური კითხვები

  •         როგორ გავიფართოვო    მსოფლმხედველობა?


შინაარსობრივი        კითხვები
  •        როგორ იქმნება წიგნი?
  •        რომელი პროფესიის ადამიანები მონაწილეობენ წიგნების შემნაში?
  •        არის თუ არა ელექტრონული ფურცელი?
  •        რა არის ელექტრონული წიგნი?
  • რომელი უფლების დაცვაა აუცილებელი ინტერნეტში მუშაობისას?


среда, 9 апреля 2014 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

მეოთხე დღე იყო გასაოცარი. რა გათიშვა დამემართა აზრზე არ ვარ! თითქოს სხვა არც არაფერზე ვფიქრობდი, არადა აშკარად ყურადღება მეფანტებოდა. კიდევ კარგი ტრენერმა იმარჯვა, ცივი წყალი შემასხა და მომენტალურად გამომაფხიზლა:D:D:D
რა საყვარელი ვინმეა!
მე მგონი შეფასება ყველაზე რთული ნაწილია პროექტის პორტფოლიოში. თუ არ დამეთანხმებით არც მაგაზე დამწყდება გული.

воскресенье, 6 апреля 2014 г.

მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღე მეტად ნაყოფიერი გამოდგა. განვიხილეთ პუბლიკაციები და სასწავლო პროექტის  გეგმა. გავარჩიეთ სახელმძღვანელოს მე-2 მოდული. google drive-ში შევქმენით ფაილი და გავუზიარეთ მეგობრებს. დაღლილები და კმაყოფილები მივდივართ სახლებში.
ჩემი ძვირფასი ბუკლეტი.. .. მე მომწონს!

воскресенье, 30 марта 2014 г.

ტრენინგის მეორე დღე

30 მარტი
თითოეულმა მონაწილემ წარმოადგინა პროექტის თემა და გეგმის მონახაზი. პროექტები იყო საინტერესო და გამოიწვია ყველა მსმენელის დაინტერესება და აქტიური ჩართულობა მათ განხილვაში. გამოითქვა საინტერესო და სასარგებლო შენიშვნები და წინადადებები. 
გავეცანით პროექტის პორტფოლიოს, მისი შექმნის უპიტატესობებს. ვივარჯიშეთ პუბლიკაციის შექმნაზე(კონკრეტულად: საინფორმაციო ბუკლეტის).
მომავალი მეცადინეობისთვის უნდა შევქმნათ ბუკლეტი და პროექტის პორტფოლიო-საქაღალდე.

კომპანია Intel


800px-Intelheadquartersამერიკული კომპანია Intel Corporation  დაფუძნდა 1968 წელს 18 ივლისს  კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა-კლარაში  
286px-Map_of_USA_CA.svg 



რობერტ ნოისისა და გორდონ მურის მიერ. მალე მათ შეუერთდა ენდი გროუვი   459px-Andy_Grove_Robert_Noyce_Gordon_Moore_1978
  კომპანიის აღმავლობა დაიწყო 1971 წელს, როდესაც იაპონური კომპანიის Busicom-ისაგან მიკროსქემების შეკვეთა მიიღო.

პროექტებით სწავლება-intel-ის სასწავლო კურსი

ტრენინგი არის 9 დღიანი
ტრენერი – მაია ჯოხაძე
22 მარტი-ტრენინგის პირველი დღე-გავეცანით სასწავლო კურსის მიზნებს, სახელმძღვანელოს და მასთან მუშაობის საშუალებებს, განვიხილეთ რამოდენიმე პროექტის ნიმუში, მივიღეთ დავალებები მომდევნო მეცადინეობისთვის.
news_intel_education600x300