პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ კომპიუტერებს დაბუჟება დაემართა. ბევრი დრო წაგვართვეს და ნერვებიც, მაგრამ მაინც ბევრი რამის შესწავლა და გაკეთება მოვასწარით. ჩვენი ტრენერი თვითონ ხომ ბოლომდე იხარჯება და ჩვენც ბოლომდე გვწურავს!:) სახლში არაქათ გამოცლილი მივდივარ. ისე, გონებრივი შრომა ფიზიკურზე უფრო დამღლელია.
რომ მეგონა ბევრი ვიცოდი, ჩემმა უსათნოესმა ტრენერმა ჩემ თავდაჯერებულობას ისე ოსტატურად გამოაცალა საყრდენი და ჩამოშალა, გამაოცა! იმდენი რამ ახალი მასწავლა ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით.
მინდა ყველა დავალება კარგი გამომივიდეს, ამიტომ ბევრს ვფიქრობ და ალბათ ამიტომ არის, რომ ძილშიც ტრენინგები მესიზმრება კოშმარულ სიზმრებად და ერთ-ერთი ასეთი კოშმარული სიზმრიდან გამოსვლისას დავაფიქსირე ხელებს ვიქნევდი. არ მახსოვს რა მესიზმრა, მაგრამ ეჭვი მაქვს ან ტრენერი მომდევდა და იმას ვიგერიებდი, ან Google drive-ს::):):)
ჩემი ნაშრომ-ნაწვალები პრეზენტაცია Google drive-ში ატვირთული ისეთი საშინელება იყო დანახვა არ მინდოდა, არა თუ სხვისთვის იმის ჩვენება. მაგრამ მაიკომ მაინც დამითანხმა ბლოგზე დამედო.

არა, მაინც როგორ დამითანხმებს ხოლმე ეს გოგო რაააა! . . . .
ბლოგზე გამოქვეყნებული შედარებით უკეთესი გამოჩნდა და ცოტა გულზე მომეშვა და გავიღიმე, თორემ მანამდე დანა კბილს არ მიხსნიდა!
გეთანხმები მადო, გონებრივი შრომა მართლაც დამღლელია.
ОтветитьУдалитьეხლა ხომ გაიგე რომ არაფერი გამოგივა მაიკოსთან.
ОтветитьУдалить