მეჩვენება თუ ნამდვილად ასეა, ეს ბოლო ორი დღე სწრაფად გავიდა. დრო თვალსა და ხელს შუა გაიპარა. ყოველ დღე ბევრ სიახლეს ვეცნობით. ეს ,,ჩემი დისშვილი" მაია როგორ შემომიჩნდა მოკლედ რააა! ხომ ხედავ ვცდილობ "ინტელიგენტური" რეფლექსია დავწერო და შენ კიდევ, განავრცე, განავრცეო შემომძახი.მოკლედ გადამახვევინებ ხოლმე რა!
დღეს ადრე მივედი, როგორ მოხდა არ ვიცი, მე თვითონ გამეხარდა ძალიან. სამწუხარო ამბავი დამხვდა-იუპიესი გარდაცვლილიყო. მარტო მე რომ ვყოფილიყავი მასზე დამოკიდებული კიდევ ჯანდაბას, მაგრამ ორ ჩემს კოლეგასაც იმით ედგა სული. ვეცადე რეანიმაციას, მაგრამ უშედეგოდ. გავარბებინე გვერდითა ოთახში და სხვა ჯანმრთელი იუპიესი შემოვარბენინე და გაჩაღდა მუშაობა. დარწმუნებული ვარ კომპიუტერებს უზომოდ გაეხარდებათ ტრენინგის დასრულება, ისე გაწამდნენ ჩვენ ხელში:) ჭირის ოფლი სდით ხოლმე:):):)
google-ის ფორმების გაკეთება და გამოყენება კი ვისწავლეთ მაგრამ, არამგონია გამოვიყენო, არ მომწონს.